ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში ბულგარეთის დელეგაცია მიიღეს
FaceBook
საერთაშორისო ფორუმის "ქალის როლი 21–ე საუკუნეში" ფარგლებში ქუთაისის მერიაში ბულგარეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დელეგაციაში ბულგარეთში მოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, დამსაქმებლებისა და პროფესიული კავშირების წარმომადგენლები შედიოდნენ.

შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ქუთაისისა და ბულგარეთის ქალაქების დამეგობრების საკითხი განიხილეს.

"პირველად ვართ ქუთაისში. დაინტერესებულნი ვართ დავმეგობრდეთ ქართველ ქალებთან და გვსურს სამომავლოდ ვითანამშრომლოთ რიგ საკითხებზე. გვსურს გამოცდილების გაზიარება, გაცვლა და ასე შემდეგ", – ამბობს დელეგაციის წარმომადგენელი, ისკრა ტასკანოვა.

საქართველო-ბულგარეთის საერთაშორისო ფორუმი მიმდინარე წლის 29 ნოემბერს დაიწყო და 3 დეკემბერს დასრულდება. 


Print