ახალი ამბები
საქართველოს თავშესაფრის თხოვნით 2016 წელს 800–ე მეტმა პირმა მიმართა
FaceBook
დევნილთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს თავშესაფრის თხოვნით მიმდინარე წელს 806–მა პირმა მიმართა.

ეს მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, შემცირებულია. 2015 წელს თავშესაფარი უცხო ქვეყნის 1449–მა მოქალაქემ მოითხოვა.

უწყების ინფორმაციით, ასევე შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც ჰუმანიტარული ან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა. 2016 წელს სამინისტრომ 129 ასეთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ხოლო გასულ წელს ეს მაჩვენებელი 334 იყო.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ბოლო ორი წლის მონაცემებით, ყველაზე ხშირად თავშესაფრის მოთხოვნით უწყებას ერაყის რესპუბლიკისა და უკრაინის მოქალაქეები მიმართავენ.

თავშესაფრის მოთხოვნა კი, ძირითადად, მათ ქვეყნებში არსებული კონფლიქტური მდგომარეობა.



Print