ახალი ამბები
ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სამედიცინო კლინიკა გაიხსნა
FaceBook
ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი სამედიცინო ფირმა შემოვიდა. მრავალფუნქციურმა კლინიკამ "უნიქალ მედი" ქუთაისში პირველი ფილიალი გახსნა.


სამედიცინო ცენტრი თანამედროვე ტექნიკითა და უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი.

კლინიკაში გადაუდებელი ამბულატორიული, რეანიმაციული, ინტენსიური ნევროლოგიისა და კარდიოლოგიის განყოფილებები ფუნქციონირებენ. ასევე გადაუდებელი თერაპიული და ინფექციური ბლოკები.

"ქუთაისში, "უნიქალ მედის" პირველ კლინიკაში მოქალაქეებს შეეძლებათ მრავალპროფილური მომსახურების მიღება. ჩვენს პერსონალს წარმოადგენენ ახალგაზრდა და გამოცდილი მედიკოსები. ყველა მათგანს სამედიცინო განათლება მიღებული აქვს ევროპის ცნობილ უნივერსიტეტებში," - განაცხადა "უნიქალმედის" გენერალურმა დირექტორმა შოთა მარუაშვილმა.

კლინიკაში ასევე შესაძლებელი იქნება კლინიკური და ბიოქიმიური კვლევების ჩატარება.

"უნიქალ მედი" გაფართოებას ქვეყნის მასშტაბით გეგმავს.

ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სამედიცინო კლინიკა წერეთლის ქუჩაზე, ყოფილი "ლითოფონის ქარხნის" ტერიტორიაზე ფუნქციონირებს.


Print