ახალი ამბები
ქუთაისის მერი ტურისტულ ლოგოზე - არ ველოდი ისეთია
FaceBook
ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას ქალაქისთვის შერჩეული ტურისტული ლოგო და სლოგანი მოსწონს.
მისი განმარტებით, კონკურსზე წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის, ყველაზე კარგი შეირჩა.

"სამი ჩატარებული კონკურსიდან, თუ რომელიმე ყოფილა, ეს ყველაზე კარგი არის. ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ ათი წელი გავჩერდეთ და არ მივიღოთ ლოგო. რა თქმა უნდა, მას გავუკეთებთ შესაბამის დახვეწას. კრიტიკა ვერ წამოვა, რომ ეს არ არის მარტივი და ეს არ არის ძალიან სერიოზული მოგონება იმიტომ, რომ ტელეფონის ინიციალებით შეგვიძლია ამის გამოსახვა. ეს ძალიან კარგი მიგნებაა. ყვითელი ფერი სითბოსთან და მზესთან ასოცირდება. არ ველოდი, ისეთი ლოგოა", - აღნიშნა შოთა მურღულიამ.

თუმცა, ქალაქის მერის განცხადებით, ქუთაისის ტურისტული ლოგოს და სლოგანის შესარჩევად, სამგზის გამოცხადებულ კონკურსში დიდი მომართვიანობა არ იყო.

საბოლოოდ, გამარჯვებული მესამედ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეარჩიეს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში შემნილი დროებითი კომისიის წევრთა მოწონება ჯგუფის HOLMES&WATSON მიერ წარმოდგენილმა ნამუშევარმა დაიმსახურა. გამარჯვებული კონკურსანტი ერთჯერად ფულად ჯილდოს: ლოგოს დიზაინისთვის - 5000 ლარს და სლოგანის ტექსტისათვის - 1000 ლარს მიიღებს.

ქუთაისის მერიამ ქალაქის ტურიტული ლოგოს და სლოგანის შესარჩევად პირველად კონკურსი გასული წლის ივლისში, ხოლო მეორედ ოქტომბერში გამოაცხადა, სადაც 249 ლოგო და 165 სლოგანი იყო წარმოდგენილი.





Print