ახალი ამბები
ქუთაისის მერია საახალწლოდ 250 000 ლარს დახარჯავს
FaceBook
ადგილობრივი თითმმართველობა ქუთაისში საახალწლო განწყობის შესაქმნელად მიმდინარე წელს 249 500 ლარს დახარჯავს, რაც გასულ წელს ამავე მიზნით გამოყოფილ თანხას დაახლოებით სამჯერ აღემატება

ქალაქის საახალწლოდ გაფორმებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 174 900 ლარი, კულტურული ღონისძიებებისთვის კი 74 600 ლარი დაიხარჯება.

მერიის მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში გამარჯვებულები უკვე ცნობილია.

145 ცალ სხვადასხვა ფერისა და სტრუქტურის მანათობელ ფიგურას 47 777 ლარად შეიძენს ინდ.მეწარმე კობა ჯღარკავა, ხოლო არსებული მანათობელი ფიგურების აღდგენა–მონტაჟსა და დემონტაჟს შპს "აღმდგენი" 78 102 ლარად განახორციელებს.

გარდა ამისა, ქუთაისის მერია სადღესასაწაულო დღეებში ადგილობრივებს კულტურულ და გასართობ შოუ–პროგრამებსაც შესთავაზებს, რისთვისაც 74 600 ლარი გამოიყო.

800 ცალი გოზინაყის დასამზადებლად, ცეცხლოვანი შოუსა და სხვა გასართობი პროგრამების ორგანიზებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობა 17 000 ლარს დახარჯავს.

ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში დაგეგმილია "საბავშვო ქალაქის" მოწყობაც.

ამ დრომდე უცნობია - ექნება თუ არა ქალაქს ახალი ნაძვის ხე.

ბოლო წლებია ქუთაისი ახალ წელს რეაბილიტირებული ნაძვის ხით ხვდება.

გასულ წელს მერიამ ქუთაისში წინასაახალწლო განწყობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 171 500 ლარი დახარჯა. 




Print