ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვისთვის 25 000 ლარი გამოყო
FaceBook
ქუთაისის მერია 83 უპატრონო მიცვალებულისა და რეგისტრირებული დევნილის დაკრძალვისთვის ტენდერს აცხადებს.

სარიტულო მომსახურების ჩატარებისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 25 000 ლარის ღირებულების ელექტრონული შესყიდვა მიმდინარე წლის 25 ნოემბერს გამოაცხადა.

დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ქუთაისში უპატრონო მიცვალებულისა და რეგისტრირებული დევნილის სარიტუალო მომსახურება 2017 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს.

ასევე, უნდა დაამზადოს სასახლის ყუთი, გაჭრას-ამოავსოს სამარე, უზრუნველყოს კატაფალკით მომსახურება, საფლავის საიდენტიფიკაციო კოორდინატის დადგენა და მასზე საიდენტიფიკაციო ფირფიტის დაყენება.

ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღება 2016 წლის 29 ნოემბერიდან 1 დეკემბრამდე შეუძლიათ.

ქუთაისში სასაფლოების მოვლა-პარტრონობას პასუხისმგებლობას მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს "ქართული ტრადიციები 2011" უწევს.

უწყების ინფორმაციით, გასულ წელს ქალაქში 82 უპატრონო მიცვალებული დაკრძალეს.

ამ დროისთვის კი ქუთაისში სულ 13 სასაფლაოა. 


Print