ახალი ამბები
ნიკა მელია კვირიკაშვილს - გამოსვლას იწყებთ და ამთავრებთ: "მადლობა ბატონ ბიძინას"
FaceBook
"კრიტიკა არ არის შეურაცხმყოფელი, ბატონო გიორგი. თან რა არის, რომ ყოველ გამოსვლას იწყებთ და ამთავრებთ "მადლობა ბატონ ბიძინას".

ასე უპასუხა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნიკა მელიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.

ოპოზიციონერი დეპუტატი კვირიკაშვილის პასუხმა გააღიაზინა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მას "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროინდელი პერიოდი შეახსენა.

თავის მხრივ, ნიკა მელიამ კვირიკაშვილს "ნომინალური პრემიერ-მინისტრი" უწოდა. 

"თქვენი სტილია, თან ადამიანს უთხრათ, რომ ნომინალური ხარ, თან შეკითხვა დაუსვათ და პასუხი გაინტერესებდეთ. ყველანაირი ეთიკის წრიდან არის გასული. ორი დღეა ვაკვირდები ამ თქვენს სტილს, რომელიც არანაირ პოლიტიკურ ჩარჩოებში არ ჯდება. თუ ნომინალურობაზე ვსაუბრობთ, ვინ არის ნომინალური და საიდან იმართება დღეს "ნაციონალური მოძრაობა"? სწორედ, ეს არის ჩემთვის კითხვის საგანი და არა ის, რა შეკითხვებსაც თქვენ სვამთ. საინტერესოა, როგორ მოიქცეოდა, თქვენი აზრით, არანომინალური პრემიერ-მინისტრი? ალბათ, ამის მაგალითები წარსულში არაერთი გვქონია - სპეცდანიშნულების რაზმებისთვის დავალებების მიცემა, მოსამართლეებთან დარეკვა, იუსტიციის მინისტრის მიერ სასამართლო პროცესების მართვა და ა.შ. თქვენ თუ ამის მოთხოვნა გაქვთ დღეს, უნდა გაგაწბილოთ, - ამას საქართველოში ვერავინ ნახავს. დღეს მადლობა ღმერთს, რომ ასეთი პრაქტიკა არ არის", - განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.



Print