ახალი ამბები
ალექსანდრე ჯეჯელავა – ვგევმავთ საერთო საცხოვრებლების აღდგენას
FaceBook
"ვგევმავთ საერთო საცხოვრებლების აღდგენას," – ასე უპასუხა განათლების მინისტრობის კანდიდატმა სპეციალური სკოლებისთვის სტატუსის შეჩერების შესახებ შეკითხვას.

ამ კითხვით მას ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა მიმართა.

"ფაქტობრივად, იყო რისკი დაკარგულიყო ყველაზე მაღალშედეგიანი სკოლები, ისეთი როგორიც იყო ფიზიკა–მათემატიკის, სპორტულ და კულტურულ–სახელოვნებო. ზოგიერთ სკოლას აღუდგა მხარდაჭერა, თუმცა ეს არაა საკმარისი. ვაპირებთ სკოლებში სპეციალიზაციას შევუწყოთ ხელი, როგორც ეს არის საერთაშორისო მოდელებში," – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, სამინისტროს ერთ–ერთი ცენტრალური პრიორიტეტი სპეციალურ სკოლებში წარსულში არსებული საერთო საცხოვრებლების აღდგენა იქნება.

"ეს იქნება იმედი იმისა, რომ რაონში ან სოფელში მცხოვრები განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვი მიიღებს ხარისხიან განათლებას," – განაცხადა ჯეჯელავამ.

საქართველოს პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დღეს დაამტკიცებს.

Print