ახალი ამბები
"ტორპედო" - "დინამოს" საფეხბურთო მატჩამდე ფანებს შორის დაპირისპირება მოხდა
FaceBook
ქუთაისში, რამაზ შენგელიას სტადიონის შესასველში "ტორპედოსა" და "დინამოს" გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

თვითმხილველების თქმით, სიტუაციის განმუხტვას საპატრულო პოლიცია ცდილობს.

"ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც ცდილობს "დინამოს" გულშემატკივრები სტადიონზე უსაფრთხოდ შეიყვანონ,"- ამბობს თვითმხილველი.

მათივე თქმით, სტადიონზე შესვლის შემდეგ, თბილისელმა გულშემატკივარმა ქუთაისის საფეხბურთო კლუბის ფანებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ადგილობრივების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორება მოყვა.

თბილისის გულშემატკივრებმა მატჩის დაწყებამდე ქუთაისის ქუჩებში "დინამოს" მხრდასაჭერად მსვლელობა მოაწყვეს.

დღეს 14:00 საათზე საქართველოს ერვოვნული ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა შედგება, სადაც ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "დინამო" ერთამენთს დაუპირისპირდება.

"ტორპედო" გამარჯვების შემთხვევაში ეროვნული ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელი გახდება და ფლეიოპში გადაინაცვლებს.



Print