ახალი ამბები
ბაღდათის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ყოფილი მორაგბე დაინიშნა
FaceBook
ბაღდათის გამგებლის მოვალეობას არჩილ გოგსაძე შეასრულებს, რომელიც ყოფილმა გამგებელმა ირაკლი გეგშიძემ თანამდებობის დატოვებამადე რამდენიმე საათით ადრე დანიშნა.

არჩილ გოგსაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის თანმაშრომლების მიმდინარე წლის 25 ნოემბერს გაეცნო. მასთან ერთად იმერეთის ვიცე-გუბერნატორი, გიორგი ჭიღვარია და ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი იმყოფებოდნენ.

ბაღდათის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი 1990-1995 წლებში სარაგბო კლუბ "თბილისის"-ს შერკინების მეორე ხაზში თამაშობდა.

მას ასევე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის აღმასრულებლი დირექტორის პოსტიც ეკავა.






Print