ახალი ამბები
ალექსანდრე ჯეჯელავას ქუთაისში კომბლით დახვდნენ
FaceBook
განათლების მინისტრობის კანდიდატს ქუთაისში, პარლამენტთან იპოთეკით დაზარალებულები კომბლით დახვდნენ, რომელსაც ალექსანდრე ჯეჯელავას გადასცემენ.

ამასთანავე, ისინი მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას საქმიანობის შესახებ წერილის გადაცემას აპირებენ.

"კომბლის გადაცემის პარალელურად, სამთავრობო გუნდს უნდა გადავცეთ წერილი, რომელშიც მურღულიას საქმიანობაა აღწერილი," – ამბობს ერთ–ერთი იპოთეკით დაზარალებული მარინა სუპატაშვილი.

მისივე განმარტებით, ჯეჯელავას ახალი განათლების პროგრამა ეროვნულობას ეწინააღმდეგება.


Print