ახალი ამბები
ქუთაისში პარკირების წესში ტაქსის მძღოლებისთვის ცვლილება შევიდა
FaceBook
ქუთაისში პარკირების მოქმედ წესში ცვლილება შევიდა, რომელიც მიმდინარე წლის 25 ნოემბერის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს.

ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ მინიმალური ერთდღიანი ავტოსადგომის მომსახურების პაკეტი შეიძინონ.

"მათ აქამდე შეეძლოთ პარკირების მინიმალური ათდღიანი პაკეტის ყიდვა. მათთვის მომსახურება უფრო კომფორტული გახდა," - განმარტეს საკრებულოს სხდომაზე.

ქუთაისში პარკირება ფასიანი გასულ  წელს გახდა. მასზე პასუხიმგებლობას მერიის მიერ დაქვემდებარებული შპს "პარკინგსერვისი" ახორციელებს, რომელმაც მძღოლებისთვის ავტოსადგომის ღირებულების სხვადასხვა ფასები დაადგინა.

ქალაქის ავტოსადგომზე მსუბუქი ავტომობისლისთვის 1 საათით გაჩერება 0.50 ლარი ღირს, 3 საათი –1 ლარი, ყოველი შემდეგი საათი 0.50 ლარი. ერთი დღით პარკირების ღირებულება 2 ლარით განისაზღვრა, ერთი კვირით –7 ლარი, ერთ თვე– 10 ლარი, 182 დღე ანუ ნახევარი წელი –25 ლარი, ხოლო მთელი წლით ავტომობილის პარკინგი 40 ლარი ღირს.

განსხვავებული ტარიფები მოქმედებს კერძო ტაქსების მძღოლებისთვის. მათ 10 დღეში 10 ლარის გადახდა მოუწევთ, 20 დღე –20 ლარის და ასე შემდეგ.

სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკისთვის 1 დღე - 3 ლარი, 30 დღე – 30 ლარი, 1 წელი კი 250 ლარი ღირს.

პარკირების საფასურის გადახდა მძღოლებს კომერციულ ბანკებსა და სწარფი გადახდის აპარატებით შეუძლიათ.






Print