ახალი ამბები
ქუთაისში მიგრანტთა რეინტეგრაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატებმა" "სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა უფასო იურიდიული დახმარების" პროექტი წარმოადგინეს.

შეხვედრა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ არსებული სინამდვილე, გამოწვევები, პრევენცია და სხვა ქვეყნების მაგალითები გააცნეს.

"ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი პროექტში რეგიონების ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს და სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეებს სერვისით სარგებლობისკენ მოუწოდებს.

"გასული წლის შედეგების მიხედვით, საქართველოს სხადასხვა რეგიონის მასშტაბით, დაახლოებით, 12 დაბრუნებული მიგრანტის იურიდიული კონსულტირება შევძელით, ხოლო 8 მიგრანტს უფასო იურიდიული მომსახურება გაეწია. მოცემულ ეტაპზე, 5–ზე მეტი მიგრანტი გვყავს, რომლის წარმომადგენლობასაც ამჟამად ვახორციელებთ და 10–ზე მეტის იურიდიული კონსულტირება მოხდა", – ამბობს "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი.

ორგანიზაცია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის უფასო იურიდიულ მომსახურებას 2014 წლიდან ახორციელებს და 2017 წლის მარტის ჩათვლით სთავაზობს.

პროექტში ჩართვის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში ბინადრობის უფლებით, რომლებიც იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ 1 წელზე მეტი ვადით არალეგალად ან საზღვარგარეთ განაცხადი გააჩნდათ თავშესაფრის მიღებაზე, სამშობლოში დაბრუდენბიდან 1 წლის განმავლობაში. ასეთი პირები, "ახალგაზრდა ადვოკატების" მხრიდან, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე უფასო იურიდიულ და წარმომადგენლობით მომსახურებას მიიღებენ.

"ახალგაზრდა ადვოკატები" სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო საგრანტო პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფს.

პროექტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხორციელდება.

ორგანიზაციაში ბენეფიციარებთან ურთიერთობისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი. 

Print