ახალი ამბები
ქუთაისში ხუთსულიან სოციალურად დაუცველ ოჯახს 10 ლარიანი დახმარება დაენიშნა
FaceBook
ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩა #2-ში მცხოვრებ, ხუთსულიან ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აღუდგა, თუმცა ყოველთვიურად 10 ლარს მხოლოდ მცირეწლოვანი წევრი მიიღებს.

ოგანეზოვები, სახელმწიფოს მიერ დანიშნულ შემწეობას მომავლი წლის იანვრიდან მიიღებენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოჯახის სარეიტინგო ქულა 82 230–ით განისაზღვრა.

უწყებაში განმარტავენ, რომ ოგანეზოვები სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილ 60 ლარიან დახმარბას იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუკი მათი სარეიტინგო ქულა 30 000–მე იქნებოდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ჭიღლაძე განმარტავს, რომ სოციალური მუშაკი ოჯახთან მუშაობას ისევ აგრძლებს.

"შესაძლოა, ისინი სოფლის გაძლიერების პროგრამაში ჩაერთონ, რომელიც ოჯახის დასაქმებას და გაძლიერებას გულისხმობს," – ამბობს ნინო ჭიღლაძე.

ოგენეზოვები სოციალურ დახმარებას 2012 წლიდან იღებდნენ. თუმცა, მათ ფულადი შემწეობის მიღება გასული წლის აპრილიდან შეუწყდათ. სოციალურად დაუცველები ავარიულ სახლში ცხოვრობენ.

ქუთაისში, ფულად შემწეობას ამ დროისთვის 3 700 ოჯახი იღებს, ხოლო 500 ოჯახი ამ დახმარების მისაღებად საჭირო სარეიტინგო ქულებს ელოდება.





Print