ახალი ამბები
გოგონათა გუნდს "მართვე" საქართველოს ჩემპიონობა ქუთაისის მერმა მიულოცა
FaceBook
ქუთაისის ქალთა საფეხბურთო გუნდი "მართვე" საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ ფეხბურთელ გოგონებს გამარჯვება მიულოცა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქალთა სპორტს ყურადღება ექცევა.

"წლევანდელი წელი მართლა გამორჩეული არის სპორტული მიღწევებით და ესეც ერთ–ერთი მიღწევაა, რომ საქართველოს ჩემპიონები გახდნენ ჩვენი ქალთა ფეხბურთის გუნდი "მართვე," - განაცხადა შეხვედრაზე შოთა ქუთაისის მერმა.

გოგონათა გუნდი "მართვე" საქართველოს ჩემპიონი მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გახდა.

ფინალურ მატჩზე მათ თბილისის ქალ ფეხბურთელთა შემადგენლობა დაამარცხეს.

"მართვეში" ამ დროისთვის 20 გოგონა თამაშობს.




Print