ახალი ამბები
ქუთაისის მერია ქარის შედეგად მიყენებულ მინიმალურ ზარალს მოსახლეობას არ აუნაზღაურებს
FaceBook
ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის და განვითარების სამსახურის უფროსის განმარტებით, მოქალაქეებმა, რომელთა სახლები ძლიერმა ქარმა მინიმალურად დააზიანა, თავიანთ საკუთრებას თავადვე უნდა მიხედონ.

ვლადიმერ ნაკაშიძის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა მხოლოდ იმ მოქალაქეებს დაეხმარება, რომელთა საცხოვრებელი კორპუსები მასიურად დაზიანდა.

"არის კორპუსები, სადაც ერთი "შიფერი" ააძრო ან თუნუქი. მათ თავიანთ კერძო საკუთრებას თავად უნდა მიხედონ. სადაც არის მასიური გადახდა სახურავების და ეგეთები გვაქვს სამწუხაროდ, იქ მაქსიმალურად მოხდება ჩვენი ჩარევა და მხარდაჭერა", - განაცხადა ჟურანალისტებთნ საუბარში ვლადიმერ ნაკაშიძემ.

მერიის საბინაო სამსახურში განმარტავენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას მუდმივი კოორდინაცია აქვს მთავრობასთან, საიდანაც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლის შემდეგ, დახამრებას გაუწევენ.

ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი სამსახურის ინფორმაციით, მოქალქეების მხრიდან ცხელ ხაზზე მომართვიანობა გაზრდილია.
ამ დროისთვის, როგორც ნაკაშიძე ამბობს, ცხელ ხაზზე 140-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.

რა ზარალი მიაყენა ქალაქს ოთხდღიანმა ძლიერმა ქარმა, თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მას ქარის ჩადგომის შემდეგ დაითვლიან.




Print