ახალი ამბები
გარემოს ეროვნული სააგენტო – 25 ნოემბრიდან დათბება
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 25 ნოემბრიდან შედარებით დათბება და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან ქარის სიჩქარე შესუსტდება და დროგამოშვებით 17-22 მ/წმ-ია მოსალოდნელი.

2016 წლის 25 ნოემბრიდან კი ქარი ჩადგება და კვირის ბოლომდე თბილი, უნალექო ამინდი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში გუშინ ზოგან მოთოვა, ჰაერის ტემპერატურა -1, +4 გრადუსი იყო. ღამის საათებში ბარში ყინვები დაფიქსირდა (-2, -7 გრადუსის ფარგლებში, თბილისში -2, -4 გრადუსი).
Print