ახალი ამბები
ქალის მდგომარეობა, რომელსაც ხარაჩოდან ჩამოვარდნილი ფიცარი დაეცა, სტაბილურად მძიმეა
FaceBook
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, ორი დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზარალებული ქალის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

შუახნის ასაკის ქალბატონი ქუთაისის რკინიგზის საავადმყოფოში ამ დრომდე რეანიმაციულ განყიფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება.

მას, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებარე ტაძრის ხარაჩოდან, ძლიერი ქარის შედეგად ჩამოვარდნილი ფიცარი დაეცა.

ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების სამსახურში ქუთაისიდან 70 შეტყობინება შევიდა.





Print