ახალი ამბები
ქუთაისის ოპერის თეატრში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა
FaceBook
ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ახალგაზრდული ფესტივალი "გიორგობა იმერეთში" გაიმართა.

გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობა საქართველოს სახვადასხვა რეგიონიდან მოწვეულმა 16-მა ფოლკლორულმა ანსამბლმა მიიღო.

"ღონისძებაში თბილისის, ხობის, ამბროლაურის, წყალტუბოს, ზესტაფონის, სამტრედის, თერჯოლისა და ქუთაისის შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობენ," – ამბობს ფესტივალის დამფუძნებელ–ორგანიზატორი, ნარგიზა კიბაბიძე.

ახალგაზრდული ფესტივალის ჩატარების იდეა 4 წლის წინ გაჩნდა და ის გიორგობის დღის აღსანიშნავად, ყოველწლიურად ტარდება.

ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერი ქუთაისის მერიის კულტურის სამსახური გახლდათ.
Print