ახალი ამბები
ქუთაისელმა მოსწავლეებმა გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსში გაიმარჯვეს
FaceBook

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსში "ლეონარდო და ვინჩი" ქუთაისელმა მოსწავლეებმა პირველი ადგილი დაიკავეს.



ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის XII კლასის მოსწავლემ, მარია ერაძემ კონკურსში წარმოადგინა პროექტი ახალი თაობის "ცოცხალი საკვების" შემუშავება საქართველოს სანედლეულო რესურსების რაციონალური გამოყენებით.

მასთან ერთად, ქუთაისში სკოლა "პროგრესის" მოსწავლე, გიორგი ფხაკაძეც მუშაობდა. მოსწავლეებმა პროექტზე ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგის, სოფიო გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით იმუშვეს.

ინოვაციურმა პროექტმა საუკეთესო შეფასება და I ადგილი მოიპოვა.

ახალგზარდა მკვლევარებმა ჯილდოს სახით ფულადი პრემია მიიღეს. კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებულები მსოფლიოში უდიდესი კონკურსის - ინტელის საერთაშორისო საინჟინრო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან.

მიმდინარე წელს გამართულ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადაზე (IYIPO 2016), სადაც 30 ქვეყნის 300 გამომგონებელი მონაწილეობდა, ქუთაისელმა მოსწავლეებმა, ასევე პირველი ადგილი აიღეს და ოქროს მედლის მფლობელი გახდნენ.

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი "ლეონარდო და ვინჩი" საქართველოში 2010 წლიდან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება.

მისი მიზანი ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა, სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება, ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება, შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაა.


Print