ახალი ამბები
ქუთაისისთვის შერჩეული ტურისტული ლოგო და სლოგანი 24 ნოემბერს გახდება ცნობილი (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის ტურისტული ლოგო და სლოგანი მიმდინარე წლის 24 ნოემბერს გახდება ცნობილი.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ მათ გამოსავლენად კონკურსი მესამედ გამოაცხადა. მერიაში გამარჯვებული ლოგო და სლოგანი შერჩეული სამი ნამუშევრიდან უნდა გამოავლინოს.

მათი ავტორები ირაკლი თოფურია, ევგენი ლეფსაია და ჯგუფი HOLMEშ&ჭAთშON არიან.

ქუთაისის მერიის ტურიზმის განყოფილებაში მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ უკანასკნელმა, თვითმმართველობის მხრიდან ოფიციალურ გამოცხადებამდე, სლოგანისა და ლოგოს საკუთარი ვერსია გამარჯვებულად დაასახელა.

ტურიზმის განყოფილებაში განმარტავენ, რომ გამარჯვებული სლოგანისა და ლოგოს შესახებ ბრძანება მიმდინარე წლის 24 ნოემბერს გამოვა.

შერჩეული კონკურსანტები ერთჯერად ფულად ჯილდოს: ლოგოს დიზაინისთვის - 5000 ლარს და სლოგანის ტექსტისათვის - 1000 ლარს მიიღებენ.

მერიამ პირველად აღნიშნული კონკურსი გასული წლის ივლისში, ხოლო მეორედ ოქტომბერში გამოაცხადა, სადაც 249 ლოგო და 165 სლოგანი იყო წარმოდგენილი.




ქუთაისის მერიის კომისიის მიერ შერჩეული ტურისტული ლოგოს ესკიზები


ამავე თემაზე: 

ქუთაისის მერმა ქალაქის ტურისტული ლოგო არ დაამტკიცა

ქუთაისს ახალი ლოგო აქვს

ქუთაისს ტურისტული ლოგო და სლოგანი ექნება

ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შექმნისთვის მერიამ კონკურსი გამოაცხადა

როგორი უნდა იყოს ქუთაისის ლოგო და სლოგანი - დისკუსია ქუთაისიპოსტი (ვიდეო)

Print