ახალი ამბები
"ტორპედო" "მერანთან" მატჩის პირველ ნახევარს ანგარიშით 2–0 იგებს
FaceBook
დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური  მატჩის პირველ ნახევარს ქუთაისის "ტორპედო" მარტვილის "მერანთან" ორბურთიანი უპირატესობით იგებს. შეხვედრის პირველ ნახევარში გოლები გიორგი გურულმა და ბექა ტუღუშმა გაიტანეს.

"ტორპედომ" ანგარიში მატჩის დაწყებიდან მე–19–ე წუთზე გახსნა. 

დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური მატჩი  ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს.
Print