ახალი ამბები
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა
FaceBook

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრობის კანდიდატთა შემადგენლობა დაასახელა.




ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ასეთი იქნება:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია;
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე;
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა;
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ზურაბ ალავიძე;
საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი;
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე;
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი;
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია;
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი;
საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი;
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი;
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად კი ქეთევან ციხელაშვილი დასახელდა.

მთავრობის ახალ შემადგენლობაში ნოდარ ხადური, ნოდარ ჯავახიშვილი და დავით ბაქრაძე არ იქნებიან.

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა პარლამენტს დასამტკიცებლად დღესვე გადაეგზავნება.




 

Print