ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ შეშა 200 ბენეფიციარზე გასცა
FaceBook
ქუთაისის მერიას ზამთრის სეზონზე, შეშით უზრუნველყოფის თაობაზე 378-მა პირმა მიმართა.

როგორც თვითმმართველობის დაქვემდებარებულ ააიპ "სპეციალურ სერვისებში" აღნიშნავენ, ამ დროისთვის სათბობი შეშით 200 ოჯახი დაკმაყოფილდა.

"არც ბუნებრივი გაზი მაქვს, არც ელექტროენერგიით გათბობის საშუალება. ერთადერთი, რითაც შემიძლია ზამთარში გავთბე, შეშის ღუმელია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შეშის მოწოდება". - აღნიშნავს სოციალურად დაუცველი ციცინო ახალაძე.

"სპეციალურ სერვისებში" მიუთითებენ, რომ შეშა ბენეფიციარებზე რიგითობის პრინციპით ნაწილდება. თუმცა, უპირატესობა მრავალშვილიანებსა და დაბალი სარეიტინგო ქულის მფლობელებს ენიჭებათ.


Print