ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ მომავალ წელს შესაძლოა შობას დაბადებული ახალშობილები დაასაჩუქროს
FaceBook
ქუთაისის მერიამ მომავალი წლიდან 1 იანვართან ერთად, შესაძლოა, შობა დღესაც დაბადებული ბავშვებიც დაასაჩუქროს.
7 იანვარს ახალშობილი ბავშვების დასაჩუქრების ინიციატივით ქუთაისის საკრებულოს "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი, რობიზონ წინწკალაძე გამოვიდა.

"სიმბოლურად, კარგი იქნება, თუკი შობას დაბადებულ ბავშვბსაც დავასაჩუქრებთ," - განმარტა დეპუტატმა საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, სადაც საკანონმდებლო ორგანოს წევრები ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ.

კომისიის წევრებისა და ასევე, ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის, გია ჩიჯავაძის განმარტებით, ამ პროგრამისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში, შესაძლოა, 10 000 ლარის განსაზღვრა მოხდეს.

მიმდინარე წელს, ქუთაისის მერიამ 1 იანვარს დაბადებული 5 ახალშობილი ბავშვი 1000-1000 ლარით დაასაჩუქრა.




Print