ახალი ამბები
ქალის მდგომარეობა, რომელსაც ხარაჩოდან ჩამოვარდნილი ფიცარი დაეცა, დამძიმდა
FaceBook
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაზარალებული ქალის მდგომარეობა დამძიმდა.

იგი ქუთაისის რკინიგზის საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შუახნის ქალს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებარე ტაძრის ხარაჩოდან ჩამოვარდნილი ფიცარი დაეცა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

"ტაძრის მიდებარე ტერიტორიაზე მიდიოდა ქალი, ამ დროს მშენებლობიდან ფიცარი გადმოვარდა და თავში დაეცა," - აცხადებენ თვითმხილველები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე დაწყებულია წინასწარი მოკვლევა.

2016 წლის 20 ნოემბრის საღამოდან 21 ნოემბრის დილამდე შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ქუთაისიდან 70, ხოლო იმერეთის მასშტაბით 150 შეტყობინება შევიდა.

ძლიერი ქარის შედეგად, ამ დროისთვის ქუთაისს არ მიეწოდება წყალი, ზოგიერთ უბნებში შეზღუდულია ენერგომომარაგებაც.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისში, აღმოსავლეთის მიმართულების, 30მ/წმ–ის სიჩქარის ქარი ფიქსირდება.

უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი მიმდინარე წლის 23 ნოემბრის ჩათვლით შენარჩუნდება, ხოლო 24 ნოემბრიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და +9 – + 14° იქნება.


Print