ახალი ამბები
"წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვისცენტრი – გარკვეული შეზღუდვები იქნება
FaceBook
ძლიერი ქარის გამო, ქუთაისში წლის მიწოდება შეზღუდულია.

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვისცენტრში აცხადებენ, რომ გრიგალმა ელექტროგადამცემი ხაზები გაწყვიტა, რის გამოც აბონენტებს წყალი არ მიეწოდებათ.

სერვისცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სოფელ ფარცხანაყანებში არსებული 32 ჭაბურღილიდან ამ დროისთვის მხოლოდ 16 ამოქმედდა, საიდანაც რეზერვუარების შევსება ხდება.

"ვცდილობთ პრობლემა აღმოიფხვრას. დღეს მცირე პროგრესი გავქს, თუმცა ამინდი გვემტერება. მთელი სამსახური მობილიზებულია იმაზე, რომ აღდგეს ენერგომომარაგება. მთლიანად ვერა, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები იქნება," – აცხადებს "წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვის ცენტრის დირექტორი, ირაკლი ტურძელაძე.

კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ მიმდინარე წლის 23 ნოემბრამდე ქუთაისში წყლის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში მოხდება.

ძლიერი ქარის გამო, დილის 10 საათის მონაცემებით, იმერეთის მასშტაბით 40 ფიდერი ავარიულად გაითიშა.

"ენერგო პრო ჯორჯიას" ცნობით, მათუ უმეტესობა დღის ბოლომდე აღდგება.



Print