ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტიდან მიუნხენის მიმართულებით რეისი გადაიდო
FaceBook

 

დავით აღმაშნებლის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-მიუნხენის ავიარეისი გადაიდო.


ფრენა 14:30 წუთზე უნდა შესრულებულიყო, თუმცა ძლიერი ქარის გამო გადაიდო.

დავით აღმაშნებლის აეროპორტში აცხადებენ, რომ ქუთაისი-მიუნხენის რეისის შესრულების თარიღი ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

"მალე უნდა ჩაფრინდეს ქუთაისი-ბერლინი. როდესაც ეს რეისი განხორციელდება, შემდეგ გადაწყდება, რომელ საათზე შესრულდება ფრენა მუნხენის მიმართულებით"- აცხადებენ ქუთაისი აეროპორტში.

ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ბერლინის მიმართულებით რეისი არ შესრულდა.

 

მგზავრები, რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ ქუთაისიდან თბილისის აეროპორტში გადაიყვანეს.

რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ქუთაისის აეროპორტში დაფრენა ვერ მოახერხა დორტმუნდის რეისის თვითმფრინავმა, რომელიც მოგვიანებით თბილისის აეროპორტში დაეშვა.

Print