ახალი ამბები
ძლიერმა ქარმა იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა
FaceBook
ძლიერი ქარის შედეგად იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შეიქმნა.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, წყალტუბოში ქარმა სახურავი გადახადა რამდენიმე ობიექტს, ზოგიერთ სოფელში გათიშულია ელექტოენერგია და რამდენიმე სათბურია დანგრეული.

სამტრედიაში ძლიერმა ქარმა მრავალსართულიან კორპუსებს გადახადა სახურავები, ასევე, ერთი ბაღის შენობის სახურავი არის ნაწილობრივ დაზიანებული და მოთხრილია ხეები.

თერჯოლაში ყოფილი რიტუალების სახლს სახურავი დაუზიანდა, ხოლო ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში, ცენტრალურ გზაზე ხე წაიქცა. დაზიანებულია 10
სათბური, სოფლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.

"ყველა ობიექტზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და სამუშაოები ხორციელდება. ასევე, შექმნილია სპეციალური კომისიები და პარალელურ რეჟიმში
მიმდინარეობს ზარალის დათვლა," – აცხადებენ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

მათვე ცნობით, შექმნილია ჯგუფი, რომელიც მხარის 12–ვე მუნიციპალიტეტიდან, განახლებულ ინფორმაციას საათობრივად იღებს.


Print