ახალი ამბები
ძლიერი ქარის გამო ქუთაისიდან 112–ში 70 შეტყობინება შევიდა
FaceBook
გუშინ საღამოს შემდეგ,  ამ დრომდე,  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში  ქუთაისიდან    70, ხოლო იმერეთის მასშტაბით 150 შეტყობინება შევიდა.

112–ის სზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში აცხადებენ , რომ მეორე დღეა მოქალაქეები დახმარებას გზის ჩახერგვისა და  სახურავების გადახდის გამო ითხოვენ. 

სხეულის დაზიანების შესახებ კი შეტყობინება  სამსახურში არ შესულა.

"ბევრგან  ხეებია წაქცეული და  მოსახლეობის უსაფრთხოების გამო  ოპერატიულად ხდება გაწმენდა ნარჩენებისგან.  სხვადასხვა სახის დახმარებას ითხოვენ მოქალაქეები. სხეულის დაზიანების შესახებ კი შეტყობინება არ შემოსულა",–აცხადებენ 112–ში.

ძლიერმა ქარმა ქუთაისში, მელიქიშვილის ქუჩაზე სახლს სახურავი გადახადა, ხოლო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალბატონს  ხარაჩოდან ჩამოვარდნილი ფიცარი დაეცა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მეორე დღეა ძლიერი ქარია.
Print