პოლიტიკა
ქუთაისში ძლიერმა ქარმა ხუთსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა
FaceBook

ქუთაისში ძლიერმა ქარმა მელიქიშვილის ქუჩაზე ხუთსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა.



შენობასთან მდგარ ავტომობილს კი სახურავიდან ჩამოვარდნილი სამშენებლო მასალა დაეცა და დააზიანა.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ზარალის დათვლის შემდეგ გადაწყვეტენ რა რაოდენობის თანხით დაეხმარებიან დაზარალებულ ოჯახებს.

"მიყენებულ ზარალს დავუთვლით და შემდეგ გადავწყვეტთ როგორ დავეხმარებით ამ ოჯახებს," - აცხადებს მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის და განვითარების განყოფილების უფროსი, ვლადიმერ ნაკაშიძე.

ქუთაისში ძლიერმა ქარმა თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლის ფანჯრები ჩაამსხვრია, ასევე ხეები მოგლიჯა სინაურის ქუჩაზე.

ძლიერი ქარის გამო იმერეთში ავარიულად 40 ფიდერი გაითიშა.

 

Print