ახალი ამბები
ძლიერი ქარის გამო ქუთაისის აეროპორტში ფრენა გადაიდო
FaceBook

ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ბერლინის რეისი გადაიდო.

ფრენის გადადების მიზეზად ძლიერი ქარი სახელდება.

რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ქუთაისის აეროპორტში დაფრენა ვერ მოახერხა დორტმუნდის რეისის თვითმფრინავმა, რომელიც მოგვიანებით თბილისის აეროპორტში დაეშვა.

მგზავრები, რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ ქუთაისიდან თბილისის აეროპორტში გადაიყვანეს.

 

Print