ახალი ამბები
"საქართველოში ყოველწლიურად ავტოკატასტროფით დაახლოებით 600 ადამიანი იღუპება" - აქცია ქუთაისში
FaceBook

ქუთაისში, ავტოკატასტროფაში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია გამიმართა.


აქცია განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და მისი სლოგანი იყო"უსაფრთხო ქალაქი ჩვენი უფლებაა".

ღონისძიების ორგანიზატორებს თქმით,  მსვლელობის მიზანია ხელისუფლებას მოუწოდონ, რომ მეტი ქმედითი ნაბიჯები გადადგას საგზაო უსაფრთხოების პრობლემების მოსაგვარებლად.

" საზოგადოებას და ხელისუფლებას ამ მსვლელობით გვინდა ვუთხრათ, რომ ქალაქი ადამიანებისთვისაა და არა მანქანებისთვის, მოვუწდოდებთ ხელისუფლებას გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები, რომ ქვეითთა და მგზავრთა სიცოცხლე მეტად იყოს დაცული. სტატისტიკა შემაშფოთებელია. საქართველოში ყოველწლიურად ავტოკატასტროთით დაახლოებით 600 ადამიანი იღუპება, აქედან 30% არის ქვეითად მოსიარულე," -  განმარტა აქციაზე  ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელმა, ეკა არველაძემ.

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა და დაშავებულთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია, ასევე თბილიში და ბათუმში გაიმართა.



 

Print