ახალი ამბები
გიორგი კვირიკაშვილი – საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების ადგილი საქართველოს პარლამენტია
FaceBook
საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავების პროცესში პრეზიდენტის ჩართულობაზე ისაუბრა.

"საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადება არაა პირველი რიგის ამოცანა. ეს არის დაახლოებით, ერთთვიანი პროცესი. ბუნებრივია, პრეზიდენტი ამ პროცესში იქნება ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების ადგილი არის საქართველოს პარლამენტი. არ მინდა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ აქ რაღაც დაპირისპირება ხდება, შევეცდებით გავაგრძელოთ ის დიალოგი, რაც პრეზიდენტთან გვაქვს,"– განაცხადა პრემიერმა.

პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მე–9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ კონსტიტუციის დახვეწა, რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს არ უნდა მოერგოს. მარგვალაშვილმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევა აუცილებელია.

გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე პარლამენტის თავმდჯომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურის შესახებაც გააკეთა განმარტება.

"დარწმუნებული ვარ, რომ ის წარმატებით გაართმევს თავს ამ ურთულეს საქმეს," – განაცხადა პრემიერ მინისტრიმა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის მიზანი პარლამენტში ნორმალური პოლიტიკური გარემოს შექმნაა.

"ვდებთ პირობას, რომ ვიქნებით კონსტრუქციულები, რა თქმა უნდა ოპოზიციამ უნდა მიცეს საშუალება, პოლიტიკურ პროცესს, რომ წარიმართოს კონსტრუქციულ გარემოში. ეს გამოადგება ქვეყანას და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას სტაბილურობის განცდა," – აღნიშნა პრემიერმა.





Print