ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო ფრაქციები შეიქმნა
FaceBook
საქართველოს მე–9 მოწვევის პარლამენტში 5 ფრაქცია შეიქმნა.

"ქართული ოცნების" ფრაქციას საკანონდებლო ორგანოში მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, ფრაქცია "ქართული ოცნება – მრეწველებს" კი ხაშურის მაჟორიტარი, სიმონ ნოზაძე. ამ ფრაქციის მდივანი, ტყიბული–თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი, ელგუჯა გოცირიძე გახდა.

ასევე, "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში ორი ფრაქცია წარმოადგინა.

"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციას, რომელიც 20 წევრისგან შედგება, ნიკანორ მელია უხელმძღვანელებს.

ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა – საქართველოს წინსვლისათვის" ლიდერი ელენე ხოშტარიაა და ამ ფრაქციაში 6 წევრი გაერთიანდა.

"საქართველოს პატრიოტები" წარმოდგენილი იქნებიან 6 წევრიანი ფრაქციით, რომელსაც გიორგი ლომია უხელმძღვანელებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გახდა.

Print