ახალი ამბები
პარლამენტის ახლადარჩეულმა დეპუტატებმა ფიცი დადეს
FaceBook
მე–9 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება ცნობილია, რის შემდეგაც დეპუტატებმა ფიცი დადეს.

ფიცის დადების ცერემონია საქართველოს ჰიმნის თანხლებით შესრულდა.

პარლამენტმა 150-ვე ახალარჩეული წევრის უფლებამოსილება ცნო. დროებითი სამანდატო კომისიის დადგენილების პროექტი საკანონმდებლო ორგანომ 146 ხმით მიიღო.

მე-9 მოწვევის პარლამენტში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 115 დეპუტატითაა წარმოდგენილი, 27 დეპუტატი ჰყავს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 6 დეპუტატისგან შედგება "პატრიოტთა ალიანსი".

რაც შეეხება "თოფაძე - მრეწველებს", პარტიას ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს. ასევე, პარლამენტის დეპუტატის მანდატი აქვს საინიციატივო ჯგუფის სახელით არჩეულ სალომე ზურაბიშვილს.

Print