ახალი ამბები
"ევროპა ჩემი სახლია" - ქურდები არა ვართ და არ ვაპირებთ სხვისი ქონების მითვისებას
FaceBook
ორგანიზაცია "ევროპა ჩემი სახლიას" წარმომადგენლებმა ქუთაისის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში მორიგი ბრიფინგი გამართეს, სადაც ერთ-ერთ ინიციატივას გამოეხმაურნენ.
ორგანიზაციის წარმომადგენლის, გია გოქაძის ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფი მოითხოვს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქუთაისში დაფუძნებას. "ევროპა ჩემი სახლიას" ერთ-ერთი დამფუძნებელის აზრით, ბათუმში არსებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქუთაისში გადმოტანა დანაშაულია და ხელისუფლების მხრიდან მართული.
"ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არსებობდა ბათუმში, რომელიც დახურა ახალმა ხელისუფლებამ. მისი გადმოტანა ქუთაისში ან თბილისში დანაშაული იქნება ბათუმის წინაშე. ჩვენ არა ვართ ქურდები და არ ვაპირებთ სხვისი ქონების მითვისებას", - განაცხადა გოქაძემ.
გია გოქაძე პარლამენტის საკითხსაც შეეხო და ხელისუფლებასა და საზოგადოებას შეახსენა კონსტიტუციის 48-ე პრიმა მუხლი, სადაც პარლამენტის ადგილმდებარეობად ქუთაისია აღნიშნული.
"ერთ-ერთმა დეპუტატმა თქვა, რომ სიამოვნებით გაცვლიდა ტექნოლოგიურ უნივრსიტეტს პარლამენტში. პარლამენტი არ არის ქარვასლა, არც ვაჭრობის საკითხია იყიდე-გაყიდე. ქუთაისის მომავალი დაკავშირებულია პარლამენტის ფუნქციონირებასთან ქუთაისში", -აღნიშნა გოქაძემ.
"ევროპა ჩემი სახლიას" ლიდერმა მიმართა საინიციატივო ჯგუფს და ქუთაისის საკრებულოს ინიციატივა გამოიჩნონ, რომ პარლამენტის ფუნქციონირება სრულად აღდგეს ქუთაისში.
ეკა კუხალაშვილი

Print