ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წელს აღნიშნავენ
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850–ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს.

ღონისძიებაში ამავე სასწავლებლის გარდა, თბილისის, ბთუმისა და გორის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მოწვეული პროფესორ–მასწავლებლები მონაწილეობენ.

კონფერენცია წერეთლის უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი ღავთაძემ გახსნა, რომელმაც თაობების აღზრდაში "ვეფხისტყაოსნის" მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"როგორც ერთ ლათინურ გამონათქვამშია, "დრო იცვლება, ჩვენ კი მასთან ერთად ვიცვლებით". თუმცა, უცველია ღირებულებები. დიდი ფასეულობების მატარებელია "ვეფხისტყაოსანი", ამიტომაც ამ ნაწარმოებზე თაობები იზრდება", – აღნიშნა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი ღავთაძემ.

კონფერენცია მიმდინარე წლის 18 ნოემბერს დაიწყო და 19 ნოემბერს დასრულდება.

მისი ორგანიზატორი წერეთლის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეკანატის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტია.


Print