ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტში მე–9 მოწვევის პირველი სხდომა მიმდინარეობს
FaceBook
საქართველოს მე–9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა უკვე მიმდინარეობს.

სხდომას პრეზიდენტი, პრემიერი, კათალიკოს პატრიარქი, მღვდელმთავრები, მთავრობის წევრები, საერთაშორისო მისიების დამკვირვებლები და 141 დეპუტატი ესწრებიან.

საპარლამენტო შეკრება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გახსნა.

მან ყურადღება "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს მმართველ გუნდს პასუხისმგბელობას მატებს.

"თქვენ გაქვთ ყველა შესაძლებობა თქვენს მიერ გაცემული ყველა დაპირება შეასრულოთ. გთავაზობთ ყველამ ერთად გამოწვევები ვაქციოთ შესაძლებლობებად, შევქმნათ დამატებითი ინსტრუმენეტი სამოქალაქო აქტივიზმისთვის. მზად ვარ შემოგთავაზოთ ჩემეული საკითხები, რაც დახვეწას საჭიროებს," – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა, ასევე აღნიშნა, რომ აქტიური და თამამი ნაბიჯების დროა, რომელიც ქვეყნის უკეთეს მომავალს განსაზღვრავს.

ის თავის მოხსენებაში ქვეყნაში, სხვადასხვა სფეროში არსებულ მდგომარეობას შეეხო. მან პრიორიტეტულ საკითხად განათლება დაასახელა და 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა.




Print