ახალი ამბები
ქუთაისში საპარლამენტო სხდომის პარალელურად აქცია გაიმართება
FaceBook
პარლამენტის შენობის წინ 7 ორგანიზაცია საპროტესტო აქციას გამართავს.
არასამთავრობო სექტორის, პროფესიული კავშირის და აქტივისტთა ჯგუფების წარმომადგენლები, საქართველოს მე-9 მოწვვევის პარლამენტის პირველი  სხდომის პარალელურად, დეპუტატებს რეალური პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ.

"აწარმოე რეალური პოლიტიკა" - ამ ლოზუნგით აქციის მონაწილეები 5 კონკრეტულ მოთხოვნას წამოაყენებენ.

ეს მოთხოვნებია: ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა, მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპების დანერგვა, განათლების ფუნდამენტური რეფორმა, კეთილდღეობაზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარება და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დასრულება.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ რეალური პოლიტიკა  მოქალაქეების  ეკონომიკური მდგომარეობის  გაჯანსაღებასა და  საზოგადოების რეალურ კეთილდღეობაზე  ზრუნვით უნდა გამოიხატოს.

აქცია 11:00 საათზეა დაგეგმილი და პარლამენტის სხდომის პარალელურად გაიმართება. 

Print