ახალი ამბები
პატიმარი ყელის გამოჭრით იმუქრება - აქცია პარლამენტთან
FaceBook
სენაკის მოსახლეობა ადგილობრივი მკვიდრის, რომეო არახამიას პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით მათ აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან გამართეს.
რომეო არახამია პოლიციამ მიმდინარე წლის 3 აპრილს სოფელ ნოქალაქევის ტერიტორიაზე დააკავა. დაკავებულის მეუღლე ამბობს, რომ მას მარიხუანა ჩაუდეს.
" ჩემი მეუღლე არასოდეს ყოფილა ნარკოტიკების მომხმარებელი. მასზე ზეწოლას სენაკის პოლიციის უფროსი ახორციელებს", - ამბობს დაკავებულის მეუღლე.
არახამიას ადვოკატის, შორენა დავითაიას მტკიცებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს მიმდინარე წლის იანვარში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო სამწლიანი პირობითი სასჯელი ჰქონდა მისჯილი.
"დაკავებისას მას ჩაუდეს 5.56 გრ მარიხუანა. თუმცა, იმავე დღეს ჩტარებული კვლევის დროს სისხლში ნარკოტიკული ნივთიოერება არ აღმოაჩნდა. თუკი მას ბრალს დაუმტკიცებენ ის ყელს გამოიჭრის", - აცხადებს ადვოკატი.
რომეო არახამია ამ დროისთვის ქუთაისის მეორე საპყრობილეში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ოჯახის წევრები და მისი ახლობლები სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის გურამ მისაბიშვილისა და ეკე ბესელიას ნახვას ითხოვენ.
დეა მანაგაძე
Print