ახალი ამბები
ქუთაისში საახალწლოდ "საბავშვო ქალაქი" მოეწყობა
FaceBook
ქუთაისში, რეაბილიტირებულ უბანში, საახალწლოდ "საბავშვო ქალაქი" მოეწყობა.


პატარებისთვის სადღესასწაულო გარემოს შესაქმნელად, ქუთაისის მერიამ, მიმდინარე წლის 16 ნოემბერს 6 300 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სახელმწიფო შესყიდვაში განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან დაიწყება.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ქუთაისში, რეაბილიტირებულ უბანში, საახალწლოდ "საბავშვო ქალაქი" უნდა მოაწყოს, რომელიც 2016 წლის 30 დეკემბრიდან 2017 წლის 15 იანვრამდე მოეწყობა.

ქუთაისელი პატარები საახალწლო თემატიკაზე 6 მსახიობის მონაწილეობით მცირე პანტომიმურ წარმოდგენას იხილავენ.

"საბავშვო ქალაქი" სადღესასწაულოდ აქსესუარებით მოირთვება.

ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 7 დეკემბერს დასრულდება.



Print