ახალი ამბები
ქუთაისში ბერძნულ–რომაულ სტილში ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისის სპორტის სასახლეში ჭაბუკთა შორის ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობაში თეიმურაზ აფხაზავას სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო.


მასში 5 ქვეყნის საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუსეთის 350–მდე ჭაბუკი სპორტსმენი მონაწილეობს.

აქედან, 230–მდე მოჭიდავე საქართველოს წარმომადგენელია.

ტურნირში 1999–2001 და 2002–2005 წლებში დაბადებული ჭაბუკები არიან ჩართული, რომლებიც 10 წონით კატეგორიაში იასპარეზებენ.

"ამ ტურნირმა არა ერთი საქართველოსა და ევროპის ჩემპიონი აღზარდა. მისი მთავარი მიზანი ის არის, რომ ჭაბუკმა მოჭიდავეებმა ისწავლონ უცხოელ სპორტსმენებთან ჭიდილი და სამომავლოდ დიდი გამოცდილება მიიღონ," – აცხადებს ტურნირის ერთ–ერთი ორგანიზატორი, მიხეილ გრძელიძე.

თეიმურაზ აფხაზავას სახელობის საერთაშორისო ტურნირი მეთოთხმეტედ იმართება.

ის მიმდინარე წლის 18 ნოემბერს დასრულდება.

საპრიზო ადგილებზე გასული მოჭიდავეები შესაბამის თასებსა და მედლებს მიიღებენ.


რეზი ბურჯანაძე
Print