ახალი ამბები
ჯარიმა ცრუ განგაშისთვის - ბავშვმა სახანძროში სათამაშოდ დარეკა
FaceBook
ქუთაისში, სულხან საბას დასახლებაში მცხოვრები ოჯახი ცრუ განგაშის გამო შესაძლოა დააჯარიმონ.
აღნიშნულის შესახებ "ქუთაისიპოსტს" ავანგარდის დასახლების ერთ-ერთმა მცხოვრებმა შეატყობინა. მისი თქმით, სულხან საბას #41-ის ერთ-ერთი მობინადრის ოჯახიდან ბავშვმა სახანძროში დარეკა და ხანძრის შესახებ შეატყობინა . ბავშვის ინფორმაციით დასახლებაში სერიოზული ხანძარი იყო. ზარიდან რამდენიმე წუთში სახანძრო დახმარების რამდენიმე ბრიგადა მოვიდა, ასევე საპატრული პოლიცია, რომელმაც შუქი გამორთო მთელ უბანში. თუმცა მეხანძრეებმა ხანძრის კვალი ვერსად აღმოაჩინეს. საბოლოოდ გაირკვა, რომ სახანძროში ბავშვმა ხუმრობით დარეკა.
მსგავსი "ხუმრობის "გამო სისხლის სამართლის კოდექსით პირს (თუკი სრულწლოვანია) ჯარიმა ეკისრება, თუკი არასრულწოვანია ჯარიმას ოჯახი იხდის.
ქუთაისიპოსტი

Print