ახალი ამბები
გალში მცხოვრებთათვის აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილება იზღუდება
FaceBook
გალის რაიონის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 20 ნოემბრიდან შიდა ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის ადგილობრივ მოსახლეობას სპეციალური საშვი დასჭირდებათ.

ამ დრომდე კი მათ აფხაზეთის ტეროტორიაზე მიმოსვლა თავისუფლად შეეძლოთ.

"მეზობელთან გადავედი რამდენიმე დღის წინ, გამაჩერეს რუსმა სამხედროებმა, რომლებიც ჩვენს სოფელში დგანან და მითხრეს, რომ საბუთის გარეშე მეზობელთანაც ვერ გადავალა აწი," – ამბობს გალის რაიონში მცხოვრები.

ადგილობრივები დე ფაქტო ადმინისტრაციის გადაწვეტილებას აპროტესტებენ.

"ჩემი შვილი სოფელ აჩიგვარაშია გათხოვილი, მე სოფელ ლეკუხონაში ვცხოვრობ. ახალი წესების მიხედვით, გამოდის, რომ ჩემმა შვილმა საშვი უნდა აიღოს საკუთარ სახლში მოსასვლელად. როგორ შეიძლება ესე? დღითიდღე უარესდება და ძნელდება ცხოვრება ჩვენთვის. მეტი აღარ შეგვიძლია. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე და აწი რას უნდა ველოდოთ?", –ამბობენ ადგილობრივები.

მათივე თქმით, რამდენიმე დღეა, რუსი სამხედროები ყოველდღიურად ავტომანქანებს აჩერებენ და ახალ წესების შესახებ ინფორმაციას აწვდიან.

მათი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსული სამხედრო ქალაქების უსაფრთხოების მიზნით შემუშავდა.


Print