ახალი ამბები
ქუთაისში ძალადობის მსხვერპლ ორ მამაკაცზე დამცავი ორდერი გაიცა
FaceBook
ოჯახში არსებულ კონფლიქტებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე წელს იმერეთიდან 1 354 შეტყობინება შევიდა.

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, როგორც ქალები, ასევე მამაკაცები არიან.

არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ოჯახში ძალადობის ფაქტზე, მამაკაცის დაცვის მიზნით, ორი დამცავი ორდერი გაიცა.


უფლებადამცველების განმარტებით, ძალადობის სახეებიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ჭარბობს.

"მცირე პროცენტობით, მაგრამ არის ფაქტები, როცა დედისა და ცოლის ძალადობის გამო მოუმართავს მამაკაცებს და ჩვენი ჩარევით ორი დამცავი ორდერი გაიცა მამაკაცზე. რეალურად, შემთხვევები გაცილებით მეტია, თუმცა ისინი ამაზე ვერ საუბრობენ კომპლექსის გამო," - ამბობს საიას იურისტი, ზაალ გორგიძე.

ოჯახში კონფლიქტებზე, ძალადობის შემთხვევებზე, სტატისტიკაზე და  პრობლემის გადაჭრის გზებზე ნახეთ სტატია მალე "ქუთაისიპოსტზე".


Print