ახალი ამბები
"დედაენის" პირველი გამოცემიდან 140 წელი გავიდა
FaceBook
იაკობ გოგებაშვილის "დედაენის" პირველი გამოცემიდან 140 წელი გავიდა.

დაწყებითი კლასებისთვის შექმნილი ქართული ენის სახელმძღვანელო პირველად 1876 წელს გამოიცა.

1906 წლიდან "დედა ენა" 2 წიგნად გამოიცა.

პირველში მოთავსებულია წერა-კითხვის შესასწავლი მასალა, მეორეში — საყმაწვილო მხატვრული თხზულებები, ხალხური შემოქმედების ნიმუშები და საბუნებისმეტყველო, გეოგრაფიული, ისტორიული და ეთნოგრაფიული შინაარსის მეცნიერულ-პოპულარული სტატიები.

იაკობ გოგებაშვილის სიცოცხლეში, 1912 წლამდე, "დედაენა" 33-ჯერ გამოიცა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი სახელმძღვანელოს სპეციალური კომისია გამოცემდა.

1876-1925 წლებში "დედა ენა" 45-ჯერ გამოიცა.

"დედაენის" პირველი გამოცემიდან 140 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები ქუთაისში არ გამართულა.



Print