ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო
FaceBook
ქუთაისის საკრებულოში 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო.

ქალაქის საკანონმდებლო ორგანოს ხუთივე კომისიამ პროექტი 10 დღის ვადაში უნდა განიხილოს და აღმასრულებელს მიმდინარე წლის 25 ნოემბრამდე დაუბრუნოს.

საკრებულოს დეპუტატებს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად უკვე გადაეცათ.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ერთ–ერთი მთავარი მიმართულება ინფრასტრუქტურა იქნება.

ქუთაისის მერიაში კი მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობას, ჯერჯერობით, არ ასახელებენ.

ახალი ბიუჯეტი ქალაქს წლის ბოლომდე ექნება.


Print