ახალი ამბები
10 თვის ჩვილის ცემის ბრალდებით ძიძა დააკავეს
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა არასრულწლოვანის ცემის ბრალდებით ძიძა დააკავეს.

ბრალდებული 1956 წელს დაბადებულია.

სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ძიძამ, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში, თვენახევრის განმავლობაში მუშაობდა, 10 თვის ჩვილი გოგონა ცემა.

ფაქტი ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

შსს ცნობით, გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ცემის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 125-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმიდნარეობს.


Print