ახალი ამბები
იმერეთში შშმ პირთა პოლიტიკური შესაძლებლობის გაძლიერებისთვის ახალი პროექტი იწყება
FaceBook
ქუთაისში, "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტომ" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკური და საარჩევნო შესაძლებლობის გაძლიერებისთვის პროექტის განხორციელება დაიწყო.

სააგენტოში აცხადებენ, რომ პროექტის მიზანი შშმ პირთა პოლიტიკური და საარჩევნო უფლებების ხელშეწყობა და რეალიზებაა.

"პროექტი იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში განხორციელდება, სადაც 23 ათასამდე შშმ პირი ცხოვრობს. მისი მიზანია ვიკვლიოთ, როგორია შშმ პირების ჩართულობა საარჩევნო აქტივობებში, ასევე, ვეცდებით გავზარდოთ მათი აქტიურობა. ჩავატარებთ ინტერვიუებს, რის შემდეგაც მოვამზადებთ რეკომენდაციებს, რომელიც წარედგინებათ შესაბამის უწყებებს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას," - განაცხადა "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს" საქართველოს აღმასრულებელმა დირექტოემა, ნინო გოგუამ.

მისი განცხადებით, პროექტის ფარგლებში მომზადდება კვლევები, რომლის მიხედვითაც ქვეყნის შიდა და საერთაშორისო კანომდებლობებთან შედარებითი ანალიზი მოხდება.

პროექტი USAID და საქართველოს იურისტთა ასოციაციის მხარდაჭერით ხორციელდება. მისი ხანგრძლივობა 3 წელია.



Print